ნუცუბიძის მე-3 პლატო, რამაზ ჩხიკვაძის #4-ის უკან
იყიდება
რეზერვირებული
გაყიდული
რა არის “ევრო კარკასი”? ევრო კარკასი ჩვენ მიერ მოგონილი ფრაზაა 🙂 რაც გულისხმობს კომპლექსის შემადგენელი ყოველი წერტილის უმაღლესი ხარისხით შესრულებას! 5 გამწვანებულ საერთო სარგებლობის სივრცეს, აუზს და ფიტნესის სივრცეებს.
ალუმინის პანელებით მოპირკეთებული ფასადი სილამაზის გარდა არის გარანტი, რომ ფასადი მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს პირველად სახეს. სარეკრეაციო სივრცეების იატაკი მოპირკეთებულია თანამედროვე WPC Decking მასალით, რომელიც ხისგან განსხვავებით არ საჭიროებს მოვლას, ღებვას, ჭიებისგან დაცვას ა.შ.
Owning a home is a keystone of wealth… both financial affluence and emotional security.
Suze Orman
მარინა
on said
რამდენსართულიანია?ფასი რამდენია კვ.მ. დასრულებულ მდგომარეობაში. ანუ პირდაპირ საცხოვრებლად რომ გადახვიდე. ჭერი რა სიმაღლისაა? ეზო თუ არსებობს? გარაჟი ან პარკინგი? და ცალკე იყიდება და თუ კი- რამდენად? ანუ გათვლილია თუ არა ყვეა ბინაზე თუნდაც ერთი საპარკინგე ადგილი? კორპუსი მთლიანად რა მდგომარეობაში ბარდება, მოპირკეთებული და შეღებილი იქნება სადარბაზო, თუ მხოლოდ გალესილი? და რაც მთავარია, სეისმოლოგიურად რამდენად მდგრადია? ბევრი შეკითხვაა, მაგრამ დავიღალე ამ არაკომფორტული ბინების ცვლით. სტაბილური, მყუდრო, კომფორტული, მისასვლელად მარტივი, და ლამაზეზოიანი მინდა იყოს. მადლობა
ირაკლი (iBuild)
on said
მოგესალმებით მარინა,
პირველ რიგში დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხსისვთივს (რატომღაც გამორჩენილიგ ვქონდა თქვენი კომენტარი).
კომპლექსი 17 სართულიანია და მოიცავს 3 სართულიან ავტოსადგომს, 1 სართული საოფისე ფართს და 5 საერთო სარგებლობის მწვანე სივრცეს:
1. ეზოში ბავშვებისთვის გასართობი მოედანი
2. ავტოსადგომებზე მწვანე სივრცე რათა მხოლოდ ბეტონის ჯუნგლები არ ყოფილიყო საპარკინგე ადგილი
3. 0 სართულზე მწვანე გადახურული სივრცე + საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი
4. მე-4 სართულის ნაცვლად მწვანე ბაღი მაცხოვრებლებისთვის (მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის)
5. შენობის ბოლო სართულზე პენტჰაუსის ნაცვლად მწვანე ბაღი შესანიშნავი ხედებით (მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის)
კვადრატულის ფასი:
კვადრატული მეტრის ფასი განსხვავდება სართულების და ხედების მიხედვით, კომპლექსში ფასი იწყება $765-დან, მაგალითად 1 საძინებლიანი ბინებიდან 44.9 მ² ბინის მე-6 სართულზე ფასი $780-დან იწყება, ხოლო 39.3 მ² ბინის კი $885-დან.
ბინების ჩაბარების კონდიცია:
ბინები ბარდება “ევრო კარკასის” პირობით, რაც კომპლექსის ინფრასტრუქტურის იდეალური კონდიციით ჩაბარების გარდა მოიცავს თითოეული ბინის შემდეგი კონდიციით ჩაბარებას:
მარინა, საცხოვრებლად გადასასვლელად დარჩენილი გექნებათ: მხოლოდ კედლების შეღებვა ან შპალერის გაკვრა, იატაკის დაგება + სანტექნიკის გაკეთება.
ჭერის სიმაღლე:
3 მეტრი
ეზო და პარკინგი:
კომპლექსის მოპირკეთება:
სეისმოლოგიური გათვლა:
სეისმურად 8-ბალიან მიწისძვრაზეა შენობა გათვლილი. კონსტრუქციულად შენობა 43 ტუმბო-ხიმინჯზე დგას, კლდეში 2-3 მეტრით ჩასული, რაც გარანტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის.
მარინა, ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა იმ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონტაქტი ვისაც ბევრი შეკითხვა აქვს. რა თქმა უნდა გვესმის და ჩვენც კრიტიკულად ვაფასებთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, უმეტესი აშენებული შენობა იმ ბანერებისგან თუ რითიც რეკლამდებოდა სრულიად გასნხვავდება და ახლოსაც არ არის. მთელი გუნდი მოტივირებული ვართ სტანდარების შეცვლაზე, მომხმარებლებზე გათვლილი კომპლექსის აშენებას და არა პირიქით, როდესაც შენობა და მომხამრებლის კომფორტი + ინტერესი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენს მიერ შესრულებული პროექტი შეგიძლიათ დაათვალიეროთ ამ ბმულზე დაჭერით. გვჯერა რომ თითოეულ ჩვენი მაცხოვრებლის იმედებს გადავაჭარბებთ!
დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკაშირდით ნებისმიერ დროს ქვემოთ მითითებულ ნომერზე:
☎ 032 05 21 21
სასიამოვნო დღეს გისურვებთ 🙂
-ირაკლი iBuild.ge
ნია
on said
გაგიყიდიათ ყველა ბინა.
მაინტერესებს თუ გეგმავთ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას.
მადლობა!
iBuild
on said
გამარჯობა ნია,
უკაცრავად დაგვიანებული პასუხისთვის, გამოგვრჩენია თქვენი კომენტარი 🙁
მიმდინარე პროექტში ძლაიან ცოტა ბინა გვაქვს დარჩენილი, ხელმისაწვდომი ბინების სანახავად ეწვიეთ მთავარ გვერდს
მომდევნო პროექტის დაწყების სავარაუდო დრო ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუმცა ვმუშაობთ თავდაუზოგავად რომ დროულად მოხდეს ახალი პროექტის მშენებლობის დაწყება.
გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და ელ ფოსტის მეშვეობით პირველი შეიტყობთ ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციას