მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი რომლითაც იამაყებ 🌳😊🏡
მზად ხარ დავიწყოთ ექსკურსია?
გადაავლე თვალი ქვევით მოცემულ სურათს👇და დავიწყოთ

რა ხდება შენობის ქვედა მხარეს, სადაც მცოცავი მცენარეებია აშვებული?
საიდან ხდება საცურაო აუზსა და ფიტნეს დარბაზში შესვლა?
კომერციული ფართი თუ არის კომპლექსში?
სხვა გამწვანებული სივრცე აქვს კომპლექსს?🌳
ნოლი სართულის გარდა 4 გამწვანებული სივრცე გვაქვს:
1. -3 პარკირების დონეზე, მიწის პირას, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანია (24 სთ ონლაინ ვიდეო-კონტროლით მშობლებისთვის)
2. იმისათვის რომ ავტოსადგომები არ ყოფილიყო მოსაწყენი და საშიში როგორიც ზოგიერთ ფილმშია, -3 მიწის სართულიდან 0 სართულამდე ჩაჭრილი სივრცეა, რომელიც გამწვანებული და განათებულია.
3. მე-4 სართულზე, ოფისების სართულის ზევით, დიდი ვერანდაა რომელიც გამწვანებულია ხე-მცენარეებით, კეთილმოწყობილია კომფორტული დასაჯდომებით და ფერადი განათებით.
მწვანე ვერანდა მე-4 სართულზე 👇

გამწვანებული ვერანდა კომპლექსის მე-4 სართულზე
მწვანე საერთო სარგებლობის ბაღი პენტჰაუსის ნაცვლად 
4. კომპლექსის ყველაზე საინტერესო გამწვანებული სივრცე შენობის ბოლო სართულზეა! საიდანაც თბილისის 360° პანორამული ხედია, ხე-მცენარეები, კომფორტული დასაჯდომები და ჰამაკები, ფერადი განათება და გიგანტური დურბინდი 🔭🤓
შენობის ბოლო სართულზე განთავსებულია საერთო სარგებლობის მწვანე ბაღი
რამდენი სართულია საცხოვრებელი სივრცე?
სად შენდება?
საბურთალოზე, ნუცუბიძის მე-3 პლატოს პირველ ნახევარში, ნუცუბიძის ქუჩიდან 200 მეტრის დაშორებით. დააჭირე აქ და მიიღე დეტალური ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ.
რა ფართის ბინების არჩევანია?
შესაძლებელია ბინის განვადებით შეძენა?
შიდა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 2022 წლის სექტემბრამდე, ასევე შესაძლებელია ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა. განვადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე ბმულს ბინები განვადებით
რა მასალით არის ფასადი მოპირკეთებული?
ლამაზი და გამძლე ფასადის მისაღებად კომპლექსი სრულად მოპირკეთებულია ალუმინის კომპოზიტური პანელებით. არ არის გამოყენებული ლესვა/ღებვა რომელიც გამძლეობის პრობლემის გარდა, თავიდანვე ცუდად გამოიყურება.
კომპლექსი ენერგოეფექტურია?
საუკეთესო შედეგისთვის ვიყენებთ ვენტილირებულ ფასადს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპასა და აშშ-ში. კედლები დათბუნებულია 5სმ სისქის ქვა ბამბით, შემდეგ ჰაერის შრეა და ბოლოს ალუმინის კომპოზიტური პანელი. კედლების გარდა დათბუნებულია ასევე მინა პაკეტი. შავი ფერის ალუმინის კარფანჯარა აღჭურვილია ენერგოეფექტური მინა-პაკეტით. დათბუნებულია ასევე სახურავი და 0 სართულის ჭერი.
შედეგად 30% ვზოგავთ გათბობა-გაგრილებაზე + ზაფხულში ჩვენი სახლი გრილია, ზამთარში კი თბილი.
როგორ ვაპირებთ აღნიშნული გამწვანებული სირვცეების ვანდალიზმისგან დაცვას?
1. კომპლექსის ყველა საერთო სარგებლობის სივრცეში დამონტაჟებულია ვიდეო კამერები, რომლის პირდაპირი ტრანსლირებაც ჩვენს დახურულ ვებ-გვერდზე ხდება. პირდაპირ ეთერზე წვდომა კომპლექსის მაცხოვრებლებს აქვთ, ჩანაწერზე კი კომპლექსის მენეჯმენტს. აღნიშნული სერვისი ვანდალიზმის აღმოფხვრის გარდა, ბავშვების ეზოში ჩასვლის/ასვლის შფოთვას გვაცილებს.
2. კომპლექსს ემსახურება მაღალკვალიფიციური გუნდი, რომლებიც მომენტალურ რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ ვანდალიზმის ფაქტზე.

0 სართული: მიმღები, აუზი + ფიტნეს სივრცე და გამწვანებული სივრცე
თუ არ ვსარგებლობ აუზით და ფიტნეს სივრცით მაინც ვიხდი გადასახადს?
ვინ მოუვლის საერთო სარგებლობის სივრცეებს და რა ეღირება?
კომპლექსის და აუზი/ფიტნესის მენეჯმენტს ჩვენი გუნდი ახორციელებს, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმის ხარისხიანად კეთებით შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ!
გადასახადი: 75 თეთრი, 1 კვადრატულ მეტრზე. იგულისხმება ელექტრო ენერგიის გადასახადი, საერთო სარგებლობის გამწვანებული სივრცეების მოვლა, დასუფთავება, ლიფტებისთვის განკუთვნილი გენერატორის მოვლა, 24 სთ ვიდეო კონტროლის სერვისი და ზოგადად კომპლექსის გამართულად ფუნქციონირების მენეჯმენტი.
რამდენი ლიფტი ემსახურება კომპლექსს და შუქის ჩაქრობის შემთხვევაში რა ხდება?
სურათზე კორპუსი ძალიან მომწონს მაგრამ ნამდვილად ასეთი იქნება?
გვესმის რომ ძნელად დასაჯერებელია ეს ყველაფერი რადგან “ღიპიანი ინვესტორები” ლამაზ სურათებს დებენ და შემდეგ მახინჯ სახლებს აშენებენ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ღიპიანი ინვესტორები! ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვჯერა რომ მოვიდა დრო განვითარების, სიმართლის თქმის და საქმის ხარისხიანად კეთების.
სურათი სრულად ვერ გადმოსცემს ფასადის იმ სილამაზეს, რასაც ალუმინის პანელები გვაძლევს. კონდენციონერის ბლოკებისთვის და გათბობის ქვაბებისთვის სპეციალური სათავსოა აივანზე, რაც იმის გარანტია, რომ მომავალში ფასადი არ დამახინჯდება სხვადასხვა აგრეგატებით. აივნის იატაკი მოპირკეთებულია ესპანური ფილით, ჭერი კი ალუმინის პანელით, რომელშიც დამონტაჟებულია განათება.
ფასადის პირველადი სახის შენარჩუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რასაც მომავალში მკაცრად გავაკონტროლებთ.

18 სართული: საერთო სარგებლობის გამწვანებული ბაღი, პანორამული ხედით თბილისზე
როდის ბარდება ბინები?
ბინები ბარდება 2022 წლის სექტემბერში, “ევრო კარკასის” მდგომარეობით, რაც გულისხმობს თეთრ კარკასს + იატაკის მოჭიმვაში გათბობის მილებს, სრულად გამრიცხველიანებას და ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილს.
როგორ დაგიკავშირდეთ?
პროექტის ავტორი ვინ არის ?
პროექტი ჩვენი გუნდის და Stipfold-ის კოლაბორაციაა. Stipfold თანამედროვე არქიტექტორული კომპანიაა, კრეატიული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გუნდით.

ლამარა საბაძე
on said
ხელი მოგემართოთ, ძალიან მაგარია!! აი, ამას ქვია განვითარება. მე პირადად ევროპაშიც არ შემხვედრია ასეთი ბინები. წარმატებები მყვიდველსაც და გამყიდველსაც. ერთი რამე ვერ გავიგე, რამდენი იქნება თვეში გადასახადი ასეთი მაღალი დონის კორპუსის მომსახურება?
შეგეხმიანებით.
iBuild
on said
უღრმესი მადლობა! ძალიან გვახარებს თქვენი ასეთი შეფასება ❤
ყოველთვიური გადასახადი მაცხოვრებლებისთვის 1 მ²-ზე 50 თეთრი იქნება, რაც 1 საძინებლიან ბინებზე დაახლოებით 20 ლარი გამოდის.
გადასახადში იგულისხმება: კომპლექსის ფუნქციონირებისთვის ელექტრო ენერგია, საერთო სარგებლობის გამწვანებული სივრცეების მოვლა, დასუფთავება, ლიფტებისთვის განკუთვნილი გენერატორის მოვლა და საწვავით შევსება, 24 სთ ვიდეო კონტროლის სერვისი და ზოგადად კომპლექსის გამართულად ფუნქციონირების მენეჯმენტი.
კომპლექსის, ისევე როგორც აუზი/ფიტნესის მენეჯმენტს ჩვენი გუნდი ახორციელებს, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმის ხარისხიანად კეთებით შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ!
სასიამოვნო დღეს და წარმატებებს გისურვებთ ❤
სოსო
on said
ღიპიანი კაცობა ტეხავს თუ როგოგორაა ეს საქმე?სუმსუქნე როდის მერე გახდა დასაცინი?
iBuild
on said
გამარჯობა სოსო,
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავცინით ჭარბწონიანობას თუ ჭარბწონიანებს.
“ღიპიანი ინვესტორი” აღნიშნულია ბრჭალებით რაც გულისხომბს იმას რომ ეს ფრაზა არ უნდა ყოფილიყო აღქმული პირდაპირი მნიშვნელობით. რეალურად “ღიპიან ინვესტორში” იგლუსიხმება ის ადამიანები რომლებიც მხოლოდ იმიტომ აშენებ შენობებს რომ ფული იშოვონ და საერთოდ არ ადარდებთ კარგი პროდუქტის შექმნა.
ვგულისხმობთ ამ ადამიანების მენტალიტეტს და მორალს და არავითარ შემთხვევაში ჭარბწონიანობას.
ჩვენ გვჯერა რომ მსგავის აზროვნების ადამინების დრო საქართველოში მალე დასრულდება, რისი მაგალითიც ჩვენივე კომპანიის მიდგომები და ჩვენი მრავალფუნქციური კომპლექსია.
მაგალითად: ბოლო სართულზე ძვირადღირებული პენტჰაუსის ნაცვლად ჩვენთან მწვანე ბაღია, ფასადი ლესვა/ღებვის ნაცვლად პანელებით არის მოპირკეთებული, მე-4 სართლზე დიდი ვერანდაა ხე-მცენარეებით გამწვანებული. 0 სართულზე ავტოსადგომების ნაცვლად გამწვანებული სირვცეა და ა.შ.
მადლობა კომენტარისთვის და უკაცრავად გაუგებრობისთვის, აღნიშნულ ფრაზას დავაკორექტირებთ და ვეცდებით იგივე აზრი სხვა სიტყვით გამოვხატოთ.
გოჩა
on said
ძალიან კარგია ბრავო
iBuild
on said
დიდი მადლობა გოჩა ? ❤
ეკა
on said
ძალიან კარგი პროექტია,უბრალოდ გადასახადის დაწესება ბინის კვადრატულობის მიხედვით მგონი არასამართლიანია:2საძინებლიან ბინაში შეიძლება ცხოვრობდეს 6 ადამიანიც და 1-იც,რატომ უნდა იხადონ თანაბარი პირობებით,მგონი სულადობის მიხედვით აჯობებს,მითუმეტეს რომ “ჭკვიანი კორპუსი” იქნება და არ გაჭირდება თითოეულ ბინაში რეალური მაცხოვრებლების რაოდენობის დადგენა
iBuild
on said
მოგესალმებით ეკა, 🙂
გვიხარია რომ მოგწონთ ჩვენი კომპლექსი <3
დიახ გეთანხმებით მარტივი გადაწყვეტილებაა კვადრატულობის მიხედვით გადასახადის დაწესება, სტატისტიკურად რაც უფრო მეტი კვადრატულია ბინა, მით უფრო დიდია ალბათობა მეტი მობინადრე ცხოვრობდეს, მაგრამ თქვენ მოსაზრებაში გეთანხმებით. რა თქმა უნდა იქნება მოზრდილი ზომის ბინები სადაც მაგალითად 1 ადამიანი იცხოვრებს.
სამართლიანი შენიშვნაა, დიდი მადლობა! მაქსიმალურად ვეცდებით რომ გავითვალისწინოთ და დავხვეწოთ გადახდის პრინციპი.
სასიამოვნო დღეს გისურვებთ 🙂
ხათუნა
on said
ძალიან საყვარელი ფოტოებია და შთამბეჭდავი. მაგრამ რეალურად ირგვლივ მდგომ კორპუსებსაც უფრო დეტალურად თუ დაიტანთ არ იქნება ურიგო, რეალური სურათის უფრო ნათლად წარმოსადგენად. 3D rotating image მაინც, ვინაიდან ხარისხზე და კომფორტზე ასე ხართ ორიენტირებულები.
iBuild
on said
გამარჯობა ხათუნა, 🙂
ძალიან გვიხარია რომ მოგწონთ ჩვენი პროექტი <3 გეთანხმებით ირგვლივ მდგომი კორპუსები დეტალურად რომ დავიტანოთ, რელაური სურათი უფრო მარტივი აღსაქმელი იქნება. ჩვენს ოფისში 3d ტური გვაქვს, რის მიხედვითაც როგორც კომპლექსის ისე სრულად უბნის დათვალიერება მაქსიმალურად რეალურთან არის მიახლოებული. ვმუშაობთ რომ იგივე პროექტი ონლაინ ვებ-გვერდზე გადმოვიტანოთ, როგორც კონკრეტულად ბინის ისე კომპლექსის რათა უკეთ აღქმაში მომხმარებლებს დავეხმაროთ.
დიდი მადლობა შენიშვნისთვის, მაქსიმალურად ვეცდებით დროულად გამოვასწოროთ.
სასიამოვნო დღეს გისურვებთ 🙂
თამარ ბერიძე
on said
გადახდის პირობები მაინტერესებს! პირველედი შენათანი და მერე თუ გაქვთ განვადება უპროცენთო ან სხვა შემოთავაზება!
ირაკლი (iBuild)
on said
მოგესალმებით თამარ, 🙂
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის. 🙁
შეძენის 2 პირობა გვაქვს ხელმისაწვდომი, შიდა 0%-იანი განვადება მშენებლობის დასრულებამდე და ბანკის 15 წლამდე იპოთეკური განვადება.
✅ შიდა 0%-იანი განვადებით, ბინის ღირებულების ნახევარი გადანაწილდება მშენებლობის დასრულებამდე (15 თვეზე), ხოლო დასრულებისას დარჩენილ ნახევარ თანხაზე ისარგებლებთ ერთიანი დაფარვით ან ბანკის იპოთეკით განაგრძობთ.
? მშენებლობა სრულდება 14 თვეში (30.06.2021-ში)
? 1 საძინებლიან ბინებზე შიდა განვადებით კალკულაცია
✔ პირველადი შენატანი: $5,000
✔ ყოველთვიური გადასახადი: $883 (თუკი პირველადი შენატანი მეტი იქნება ყოველთვიური დაიწევს)
✔ მაგალითად $10,000-ის შემოტანის შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი გახდება $498
? 2 და მეტი საძინებლით ბინებზე
✔ პირველადი შენატანი: 15% ღირებულების
✔ ყოველთვიური გადასახადი: 35% გადანაწილებული 14 თვეზე
✔ ჩაბარების მომენტში დარჩენილ თანხაზე ერთიანი გადახდით ან ბანკის იპოთეკით განაგრძობთ
✅ დღესვე ბანკის განვადებით შეძენისას:
ბანკის იპოთეკის შემთხვევაში, პირველადი შენატანი ღირებულების 20% არის სავალდებულო, ხოლო 80%-ზე კი მტკიცდება განვადება მაქსიმუმ 15 წლით (შემოსავლების დადასტურება სავალდებულო არ არის).
დეტალურად სანახავად ბინის შიდა განვადებით შეძენის პირობებისთვის დააჭირეთ აქ.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით, სიამოვნებით დაგეხმარებით ?
☎ (032) 205 21 21
სასიამოვნო დღეს გისურვებთ! ?